მთავარი
მთავარიმთავარიქსელიამბებიმიიღეთ წიგნი

„EFI“ საქართველოში

ყველას უნდა ესმოდეს ყოველდღიური გადაწყვეტილებების ეკონომიკა. ყველა უნდა საუბრობდეს ეკონომიკის ენაზე.

ახალი ამბები

სეის ბაზრის კანონის შინაარსი

წარმოება არის ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის გასაღები და მთავრობის პოლიტიკამ უნდა წაახალისოს (მაგრამ, არ გააკონტროლოს) წარმოება და არა მოხმარება.

მინიმალური ხელფასის დაწესება მთავრობის მიერ

მინიმალური ხელფასი გულისხმობს შრომის ანაზღაურების მინიმალურ რაოდენობას, რომელიც დამსაქმებელმა დასაქმებულს უნდა გადაუხადოს.

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი

მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP) იგივე "ერთი ფასის კანონია"

უახლესი ღონისძიებები

ეკონომიკის ოლიმპიადის საინფორმაციო შეხვედრა

თბილისი02/28/2024

ეკონომიკის ოლიმპიადის საინფორმაციო შეხვედრა

თბილისი10/02/2024

ახალი ინფორმაცია „EFI“-ის ბიბლიოთეკაში

ხავერდის ფარდები და მიზესის სიბრძნე

ეკონომიკური პრინციპები ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. მთავარია, მათი ამოცნობა ვისწავლოთ.

ჩემი ყველაზე კარგი შენაძენი ვარდისფერი ხავერდის ფარდაა. 2003 წელს ინგლისში ვსწავლობდი. ხელმოკლედ ვიყავი და უცხო ქვეყანაში ცხოვრებისთვისაც მოუმზადებელი. დიდ ბრიტანეთში ისე ჩავედი ორ კლასელთან ერთად, რომ დასარჩენი ადგილიც არ გვქონდა, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, გგონია, რომ ყველაფერი მოგვარებადია.

უნივერსიტეტის კამპუსზე დაბინავებაზე უარი მქონდა ნათქვამი, რადგან ძალიან მეძვირა და ვიფიქრე, რომ თვითონ უფრო ხელსაყრელ ფასად გავახერხებდი რამეს. კიდევ ორი სტუდენტი ავიყოლიე და, დიდი წვალებისა და ფაციფუცის შემდეგ, როგორღაც შევძელით ბინის შოვნა და ფულის გვარიანად დაზოგვა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების გამო, სხვა ხარჯების გაწევა მაინც მოგვიხდა. მაგალითად, თავი ვერ ავარიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯს, რადგან კამპუსისგან საკმაოდ შორს ვცხოვრობდით.

გარდა იმისა, რომ ბინა ქალაქის შემოგარენში მდებარეობდა, დაბალი ქირის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ არაფერი დაგვხვდა - არც ტელევიზორი, არც ინტერნეტი, არც ჭურჭლ...

სტივ ფორბსი მიღწევების შესახებ - ჯულია მორგანი

izzit.org

რას ამბობენ ჩვენ შესახებ

სასიამოვნოდ გაოცებული ვარ „საღი აზრის ეკონომიკის“ უნარით იყოს მარტივი, თუმცა ყოვლისმომცველი სახელმძღვანელო. როგორც ეკონომისტი და პედაგოგი, ყველას ვურჩევდი ამ წიგნის წაკითხვას.
შოთა ქათამაძე
ეკონომიკის პედაგოგი, კომაროვი
კომაროვში ეკონომიკის სწავლება მოსწავლეთა დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტეთ. ვთვლი, რომ „საღი აზრის ეკონომიკამ“ ღირსეულად დააკმაყოფილა ის ინტელექტუალური წადილი, რაც ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ.
ივანე კვიტაშვილი
კომაროვის დირექტორი
ეკონომიკის შესახებ ფიქრისას სულ ფორმულები და მათემატიკური გამოთვლები წარმომიდგებოდა თვალწინ. „საღი აზრის ეკონომიკამ“ დამანახა, რომ ეკონომიკა უპირველესად აზროვნების ის სტილია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურად გამომადგება.
თემო ხატიაშვილი
მოსწავლე